ალყა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალყა - განადგურების ან დატყვევების მიზნით მოწინააღმდეგის დაჯგუფების იზოლაცია მისი დანარჩენი ჯარებისაგან (ძალებისაგან).
ხორციელდებოდა სხვადასხვა ეპოქის ომებში. წარმატებული ალყისთვის უმნიშვნელოვანეს პირობებს წარმოადგენს:
- საკუთარი ჯარების ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენება მოწინააღმდეგის დაჯგუფების ფლანგებზე და ზურგში სწრაფი გასვლისათვის;
- საჰაერო და საზღვაო დესანტების მიერ მოწინააღმდეგის ზურგში მნიშვნელოვანი რაიონების, საგზაო კვანძებისა და გადასასვლელების ხელში ჩაგდება;
- აქტიური მოქმედებების წარმოება ალყის შიდა და გარე ფრონტებზე გარშემორტყმული მოწინააღმდეგის იმავდროული ბლოკადით ჰაერიდან, ხოლო ზღვისპირა მიმართულებებზე – ზღვიდანაც;
- მოწინააღმდეგის რეზერვებისა და გარშემორტყმული ჯარების დებლოკირების ცდების ჩაშლა.
ალყა შეიძლება განხორციელდეს სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მასშტაბებით. ალყის მიზანს აღწევენ:
- გადამკვეთ მიმართულებებზე დარტყმების მიყენებით;
- მოწინააღმდეგის უკანდახეული დაჯგუფების ოპერატიულ სიღრმეში დევნის დროს ყოვლისმომცველი დარტყმის მიყენებით და მოწინააღმდეგის დაჯგუფების ზღვისკენ განდევნით;
- რამდენიმე დამანაწევრებელი ფრონტალური დარტყმის მიყენებით და წარმატების განვითარებით მოწინააღმდეგის ფლანგებზე და მის ზურგში გასვლით;
- დიდი დასახლებული პუნქტების და ქალაქების შემოვლის, მათში არსებული გარნიზონების ბლოკადის გზით და სხვა ხერხებით.