ჯავშანსატანკო შეიარაღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯავშანსატანკო შეიარაღება - შეიარაღება, რომელსაც აყენებენ საბრძოლო მანქანებზე. ყველაზე გავრცელებულ თანამედროვე ჯავშანსატანკო შეიარაღებას შეადგენს: ტანკების - 115 მმ და 125 მმ გლუვლულიანი ზარბაზნები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, 7,62 მმ და 12,7 მმ ტყვიამფრქვევები; სხვა საბრძოლო მანქანების - 20-30 მმ ავტომატური ზარბაზნები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები 7,62 მმ, 12,7 მმ და 14,5 მმ ტყვიამფრქვევები და ყუმბარსატყორცნები.
ჯავშანსატანკო შეიარაღების გამოყენების ეფექტიანობას უზრუნველყოფენ იარაღის სტაბილიზატორები, ბალისტიკური გამომთვლელები, აქტიური ტიპის მანძილმზომები და სხვა.