ყუმბარსატყორცნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყუმბარსატყორცნი – ახლო ბრძოლის იარაღი ყუმბარით მიზნის დასაზიანებლად. არის: აქტიური (ყუმბარის ტყორცნა ლულაში დამწვარი მუხტის ხარჯზე), აქტიურ-რეაქტიული (აქტიური ტყორცნა ერწყმის ყუმბარის რეაქტიული ძრავის მუშაობას) და რეაქტიული (წარმოადგენს მიმმართველს მხოლოდ რეაქტიული ყუმბარების სროლისათვის). ასევე ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითთა საწინააღმდეგო; არაავტომატური, თვითდამტენი და ავტომატური, ხელის, დაზგის და ხრახნიანი.
ყუმბარსატყორცნის პირველი ნიმუშები II მსოფლიო ომის დროს გაჩნდა.