ჭიჭინაძე ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაქარია ჭიჭინაძე

ჭიჭინაძე ზაქარია – (ფსევდონიმები: „ზ. მთაწმინდელი“, „შავშელი“), (1854–1931) — მკვლევარი, მწიგნობარი, ბიბლიოფილი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. მრავალი წიგნის გამომცემელი.

სწავლობდა ირაკლის სახელობისა და ქაშუეთის სკოლებში. დიდი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ხელნაწერი წიგნების (1875-78 წწ. შეაგროვა 500-ზე მეტი ხელნაწერი), ხალხური შემოქმედების ნიმუშების, ლეგენდების, ზღაპრების, ლექსების შეგროვება-გამოცემის საქმეში. 1889 წ. იმოგზაურა აჭარაში, სადაც თავისი საქმიანობით ხელს უწყობდა ქართველთა შორის პატრიოტული გრძნობის გაღვივებას. სამწერლო საქმიანობა 1872 წ. დაიწყო. აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ პრესაში. აქვეყნებდა წერილებს ლიტერატურის, ისტორიის საკითხებზე, საზოგადო მოღვაწეთა შესახებ (იყო მრავალი ქართველი მწერლის ბიოგრაფი). ავტორია 250-მდე წიგნისა, მათ შორის: „იოვანე შავთელი“ (1883), „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1885), „თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე და თ. გრიგოლ ორბელიანი“ (1886), ქართული მწერლობა მე-17 საუკუნეში“ (1888), „დიმიტრი ბაქრაძე“ (1891), „დიმიტრი ყიფიანი“ (1892), „ვახტანგ ორბელიანი“ (1892), „დავით ერისთავი“ (1892), „აკაკი“ (1897), „თ. ილია ჭავჭავაძე როგორც ქართველთა ერთობის მღაღადებელი“ (1897), „სარგის თმოგველი და მისი დილარიანი“ (1917), „ისტორია ფარული საზოგადოებისა. ფილადელფოს კიკნაძე“ (1919), „ისტორია ქართული გაზეთების და ჟურნალებისა“ (1902), „ისტორია ქართული სტამბისა და წიგნის ბეჭდვისა. მეფე ვახტანგ მეექვსე“ (1909), „ისტორია ქართული სტამბისა და წიგნების ბეჭდვისა. 1626-1900" (1900).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები