იოანე შავთელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოანე შავთელი – (1150 – 1215), XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, სასულიერო მოღვაწე, როგორც ზედწოდებიდან ჩანს, წარმოშობით სოფელ შავთიდან ყოფილა. მას მიეწერება ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი „აბდულმესიანი“.

ქართლის ცხოვრების“, ცნობით, იოანე შავთელი იყო „ფილოსოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული“. იგი თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა. მემატიანეთა ცნობით, თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრხეში, ბასიანის ბრძოლის (1203 წ) დროს, აქვე შეუთხზავს „გალობვანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“. მასვე მიეწერება სასულიერო ხასიათის სხვა თხზულებებიც. იოანე შავთელი სასულიერო პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია „ნეტარად“, „წმინდანად“. „აბდულმესიანში“ იგი თავის თავს „მწირსა“ და „მსხმებს“ უწოდებს. იგი შოთა რუსთაველს მოხსენიებული ჰყავს „ვეფხისტყაოსანში“.


აბდულმესიანი, შესავალი
(ფრაგმენტი)
სამებით ღმერთმან, არსებით ერთმან
მომცეს მე სწავლა თქვენდა შემკობად!
გიძღვნა ქებანი: მწადს აქ ებანი,
დავითის დავით ვჯდე მუსიკობად.
მესმა ზევსური: რა ვნახე, ვსური,
რომ სიტყვა მეთხზნეს მეფისა ძნობად,
მუნ გულისხმობით თვით გულის ჴმობით
კარი სიბრძნისა სულელთა ცნობად.
შემოკრბით, ბრძენნო, ათინელთ ძენო,
თამარს ვაქებდეთ მეფედ ცხებულსა,
კრიტს, ალაბს, მაღრიბს, ეგვიპტეს, მაშრიყს,
ჩინეთ-მაჩინეთს, თარშის ქებულსა!
რომელნი ელნით, რომელნი ელნით
თავს სოგრატისებრ სწავლით გებულსა,
ვარსკვლავთ-მრიცხველნო,
სხვათ ბრძენთ მკიცხველნო,
ვერ ძალ-გიცთ ქებად, თავს ჰყოფთ ვნებულსა.
3
ძე ადამისი, მსგავსად ამისი,
ვისცა ეხილვონ, მამცნონ, სად არი?
ღმერთმან სამოთხით მოგვცა სამ-ოთხით
ეთერ ბრწყინვალე, მზეებრ სადარი;
აღმოსავლეთით და დასავლეთით,
სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი
ზესკნელ-ქვესკნელით და გარესკნელით,
უკანასკნელით უფსკრულთ სადარი?

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები