წრფოვანი ზედაპირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წრფოვანი ზედაპირიზედაპირი, რომელიც შეიძლება აღვწეროთ წრფის (მსახველის) მოძრაობით რომელიმე წირის (მიმმართველის) გასწვრივ.

Wrfovani zedapiri.png

წრფოვანი ზედაპირი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ პარამეტრზე დამოკიდებული წრფეების ერთობლიობა (სიმრავლე). წრფოვანი ზედაპირი ორი სახისაა: განფენადი და ირიბი.

განფენადი წრფოვანი ზედაპირი ღუნვის საშუალებით შეიძლება დავადოთ სიბრტყეს (ცილინდრი, კონუსი). განფენადი ზედაპირის მხები სიბრტყე ერთი და იგივე მსახველის სხვადასხვა წერტილში ერთი და იგივე იქნება.

ირიბი წრფოვანი ზედაპირის მხები სიბრტყეები ერთი და იგივე მსახველის სხვადასხვა წერტილში ერთმანეთისაგან განსხვავებულია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები