მსახველი (წრფივი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსახველი (წრფივი) – წრფე, რომელიც სივრცეში თავისი მოძრაობისას (გადაადგილებისას) აღწერს წრფივ ზედაპირს.

თუ წრფივი მსახველი თავისი მოძრაობისას ყოველთვის კვეთს რაიმე წირს (მიმმართველს) და რჩება თავის თავის პარალელური, მაშინ მოძრაობის შედეგად მიიღება ცილინდრული ზედაპირი (ცილინდრი).

თუ წრფივი მსახველი თავისი მოძრაობისას ყოველთვის კვეთს რაიმე წირს (მიმმართველს) და გადის სივრცის ერთ და იმავე წერტილზე, მაშინ მოძრაობის შედეგად მიიღება კონუსური ზედაპირი (კონუსი).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები