წესიერი მრავალკუთხედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წესიერი მრავალკუთხედი – ამოზნექილი მრავალკუთხედი, რომლის ყველა გვერდი და ყველა კუთხე ტოლია.

წესიერი n–კუთხედის შიგა კუთხეების ჯამი უდრის 180°(n-2), ხოლო თითოეული კუთხე უდრის 180°(n-2)/n.

წესიერი მრავალკუთხედის შიგნით არსებობს წერტილი 0, რომელიც ტოლი მანძილებით არის დაშორებული მრავალკუთხედის გვერდებიდან და წვეროებიდან. 0 წერტილი წარმოადგენს ამ მრავალკუთხედში ჩახაზული და მასზე შემოხაზული წრეწირის ცენტრს.

წესიერი მრავალკუთხედის 0 ცენტრიდან გვერდზე დაშვებულ h პერპენდიკულარს აპოთემა ეწოდება. აპოთემა მრავალკუთხედში ჩახაზული წრეწირის r რადიუსის ტოლია.

წესიერი მრავალკუთხედის 0 ცენტრიდან წვერომდე მანძილი მრავალკუთხედზე შემოხაზული წრეწირის R რადიუსის ტოლია.

წესიერი n -კუთხედის ფართობი p ნახევარპერიმეტრისა და h აპოთემის ნამრავლის ტოლია: S = ph.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები