წვერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წვერო

1. კონუსის წვერო – კონუსის მსახველთა გადაკვეთის წერტილი.
2. კუთხის წვერო – წერტილი, რომელშიც შეიყრებიან კუთხის გვერდები.

ორწახნაგა კუთხეს არა აქვს წვერო.

3. მეორე რიგის მრუდის წვერო – მრუდის გადაკვეთის წერტილი მისი სიმეტრიის ნებისმიერ ღერძთან. ამ ცნებას წრეწირისათვის არ იყენებენ, რადგანაც მისი ნებისმიერი წერტილი შეიძლება განიხილოთ, როგორც წვერო.
4. მრავალკუთხედის წვერო – წერტილი, რომელშიც ხვდება მრავალკუთხედის ორი მეზობელი გვერდი.
5. მრავალწახნაგას წვერო – წერტილი, რომელშიც ხვდებიან მრავალწახნაგას მეზობელი წახნაგები.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები