წარმოება
წარმოება – (production) – წარმოების ფაქტორების საქონლად ან მომსახურებად გარდაქმნის პროცესი.
წარმოებას აქვს ორი მხარე: საწარმოო ძალები და საწარმოო ურთიერთობები. ისინი ქმნის წარმოების ხერხებს, მეთოდებს, რაც აისახება ამ საზოგადოების ხასიათზე.
წარმოების მრავალი სახე არსებობს: მანქანური, ინდივიდუალური, სერიული, მსხვილ-სერიული, მასიური, ნაკადური, ნახევრადქარხნული, წვრილ-სერიული.
ამასთან, ცნობილია წარმოების სახეები: აბრეშუმის, აგურის, ავტომობილების, ალუმინის, არმატურის, ბეტონის, ბლოკების, ბრძმედის, ელექტროფოლადსადნობი, თუჯის, კაპროლაქტამის, კომპოზიტური მასალების, კოქსქიმიური, კრამიტის, ლითონნაკეთობების, მარმარილოს, მარტენის, მეტალურგიული, მილების, მილსაგლინავი, მილსაჩამომსხმელო, მუყაოს, ნავთობის გადამამუშავებელი, პლასტმასის, რკინაბეტონის, სამთო, სამშენებლო კონსტრუქციების, საადიდვო, საგლინავი, საიუველირო, სამჭედლო, სამჭედლო-საშტამპავი, საფეიქრო, საშენი მასალების, საშტამპავი, ტყავის, უწყვეტი, ფანერის, ფოლადსადნობი, ქაღალდის, ქვანახშირის, ქვის, ქიმიური, ღვინის, შაქრის, ცემენტის, ხისა და სხვ.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი