ბრძმედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრძმედი – შახტური ტიპის შვეული მეტალურგიული ღუმელი, რომლის დანიშნულებაა რკინის მადნიდან თუჯის, აგრეთვე სხვა სამრეწველო ლითონების (მაგ., ტყვია , სპილენძი) გამოდნობა. მასში მიმდინარეობს ძირითადად აღდგენითი პროცესები და მისი მუშაობა დაფუძნებულია კაზმისა და აირის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის პრინციპზე. საბრძმედე ღუმელში მადანი, ფლიუსი და საწვავი (ქვანახშირი) მიეწოდება ღუმლის ზედა ნაწილში, ხოლო ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერი – ქვევიდან, რაც უზრუნველყოფს ქიმიური რეაქციის მიმდინარეობას ღუმლის მთელ მოცულობაში. ბრძმედული ღუმლები პირველად გაჩნდა I საუკუნეში ჩინეთში და შემდეგ კი შუასაუკუნეების ევროპის დასავლეთის ქვეყნებში (ბელგიის სამეფო, ინგლისი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები