საწარმოო ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საწარმოო ძალები (forces of production) – სამუშაო ძალისა და წარმოების საშუალებების რომელიც, თავის მხრივ, იყოფა
- შრომის საგნებად - ნედლეული, ნახევარფაბრიკატები, ძირითადი და დამხმარე მასალები
- შრომის საშუალებებად - მანქანა-დანადგარები, ინსტრუმენტები, მოწყობილობები, საწარმოს შენობა-ნაგებობები, და ა.შ.) ერთობლიობა.
საწარმოო ძალები, განვითარების დონით განსხვავებულია ნებისმიერ საზოგადოებაში, ყოველ ეტაპზე განსაზღვრავს ეკონომიკურ ურთიერთობათა ტიპს და წარმოადგენს მოცემული საზოგადოების რეალურ ეკონომიკურ საფუძველს.
საწარმოო ძალები დასავლურ ეკონომიკურ ლიტერატურაში ძირითადად ფორმულირებულია როგორც მარქსისტული კატეგორია, რაც, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეესაბამება სინამდვილეს და მოითხოვს დაზუსტებას.