შტაინერის აგება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შტაინერის აგებაგეომეტრიული აგება სიბრტყეზე, რომელიც სრულდება მხოლოდ ერთი სახაზავით (ცალმხრივი მათემატიკური სახაზავით). ეს აგება ძირითადად გამოკვლეული იყო შვეიცარიელი გეომეტრის ი. შტაინერის მიერ, რომელმაც დაამტკიცა, რომ პლანიმეტრიის ნებისმიერი ამოცანა აგებაზე, რომელიც სრულდება ფარგლითა და სახაზავით, შეიძლება ამოიხსნას მხოლოდ ერთი სახაზავით, თუ სიბრტყეზე მოცემულია წრე და ცნობილია მისი ცენტრი. შტაინერის აგება ატარებს პროექციულ ხასიათს და უპირისპირდება მასკერონის აგებას, რომელიც მხოლოდ ერთი ფარგლით აიგება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები