გეომეტრიული აგება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეომეტრიული აგებაგეომეტრიის დარგი, რომელიც შეისწავლის გეომეტრიულ ამოცანათა ამოხსნას ამა თუ იმ ხელსაწყოს (ფარგალი, სახაზავი და სხვ.) საშუალებით. გეომეტრიული აგება შეისწავლის გეომეტრიული ფიგურების აგების საკითხს და მეთოდებს. აგების კლასიკური ხელსაწყოებია ფარგალი და სახაზავი. გეომეტრიული აგება შეისწავლება როგორც ევკლიდეს, ასევე სხვა გეომეტრიებშიც, როგორც სიბრტყეზე, ასევე სივრცეში აგების ყველა ამოცანა ეყრდნობა აგების პოსტულატებს (კონსტრუქციული გეომეტრიის აქსიომებს), ე.ი. უმარტივეს, ელემენტარულ ამოცანებს აგებაზე; ამოცანა ითვლება ამოხსნილად, თუ იგი მიყვანილია ამ უმარტივეს ამოცანა-პოსტულატების სასრულ რაოდენობაზე. ცხადია, ყოველ ხელსაწყოს (ფარგალი, სახაზავი) აქვს თავისი კონსტრუქციული ძალა – პოსტულატების თავისი ნაკრები.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები