შექემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შექემი – ძველი ქანაანური, შემდეგ კი ებრაული ქალაქი სამარიის მთებში, ეივალისა და გრიზიმის მთებს შორის. შექემი პირველად ძვ.წ. XIX საუკუნის ეგვიპტურ წარწერებში მოიხსენიება.

ეგვიპტის XII დინასტიის ფარაონების მმართველობის დროს შექემი მნიშვნელოვანი ქალაქ-სახელმწიფო იყო. ელ-ამარნის ძველეგვიპტურ (ძვ.წ. XIV ს.) წარწერებში მოხსენიებულია შექემის მეფე, ლაბაია, რომელმაც ეგვიპტისგან დამოუკიდებლობა მოიპოვაბიბლიაში შექემი პირველად მოხსენიებულია დაბადების წიგნში. როდესაც აბრაამი ქანაანში გადავიდა საცხოვრებლად სწორედ ამ ადგილას აუშენა უფალს პირველი სამსხვერპლო. იაკობმა შექემის მიწა შეისყიდა, სამსხვერპლო ააგო და ჭა ამოთხარა. ამ ადგილას დაასაფლავეს ეგვიპტიდან ქანაანში დაბრუნებულმა ებრაელებმა იაკობის ვაჟის, იოსების ნეშტი.

შექემი არ მოიხსენიება ქალაქების სიაში, რომლების იესო ნავეს ძემ დაიპყრო, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს შექემის მოსახლეობის დამეგობრება ებრაელებთან და კავშირის შეკვრა, როგორც ეს გაბაონელებმა გააკეთეს.

მსაჯულთა მმართველობის პერიოდში შექემი ისრაელის ორი მნიშვნელოვანი ტომის, ეფრაიმისა და მენაშეს საზღვარზე მდებარეობდა, ამიტომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრად იქცა. მსაჯულთა წიგნის მიხედვით სწორედ შექემში სცადა აბიმელექმა ისრაელში გამეფება.

მეფე სოლომონის მმართველბის პერიოდში შექემი ისრაელის ერთიანი სამეფოს. ექვსიდან ერთ-ერთი ნაწილის მთავარი ქალაქი იყო. სოლომონის სიკვდილის შემდეგ ხალხი ქალაქ შექემში შეიკრიბა, რათა სოლომონის ვაჟი, რობოამი მეფედ გამოეცხადებინათ. სწორედ ამ ქალაქში მოხდა ისრაელის ორად გაყოფაეიუდეისა და ისრაელის სამეფოებად, ხოლო შექემი ისრაელის მეფემ, იერობოამ I-მა დედაქალაქად გამოაცხადა (მოგვიანებით დედაქალაქი სამარია გახდა).

ძვ.წ. 720 წელს შექემი, როგორც ისრაელის სხვა, ქალაქები, ასურელებმა დაანგრიეს და მის ადგილას ქალდეველები ჩაასახლეს. სწორედ შექემის ადგილას წარმოიქმნა ებრაელების ყველაზე მოძულე ხალხი.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები