ფლოსტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფლოსტი

ფლოსტი - ფეხის წასაყოფი, ფარავდა მხოლოდ ფეხის წინა მხარეს. საძირე გამოკერებული ჰქონდა. უქუსლო ფლოსტს (ქოში) ფერადი ტყავის პირი ჰქონდა. ქუსლიდან შუამდის ტყავის მეორე პირი ედო, ნაპირებზე კი შემოვლებული ჰქონდა რკინა ან ტყავი. ქსოვილის ფლოსტებს ქალები სახლში ამზდებდნენ, ხოლო ტყავის საპირიან ფლოსტებს მამაკაცი ხარაზები. ტყავის საპირე-ძირიანი ფლოსტები შორ გზაზე წასასვლელადაც გამოიყენებოდა. ფლოსტს ლეკები და თათრებიც ეზიდებოდნენ ნუხიდან და ერზრუმიდან.



ლიტერატურა

ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში. 1973.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები