ხარაზი - ქალისა და მამაკაცის აზიური ფეხსაცმელების (წუღა, ჩუსტი, მესტი, ქოში, ფლოსტი, ჩექმა, ქალამანი) მკერავ-ხელოსანი.
ხარაზები იყვნენ როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში. ქალაქელ ხარაზებს ჰქონდათ თავისი ამქარი და ყველა ის ატრიბუტი, რომელიც ამქრული ორგანიზაციისათვის არის დამახასიათებელი.
- ნ. ჯ.
წყარო
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი