ქოში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქოში - ქუსლიანი ფეხსაცმელი, ნახევრად ღია.
ქოშის ტიპებია:
- ღრმად ამოღებული,
- ენიან-საფერხულიანი,
- ჭვინტიანი
- ბლაგვცხვირიანი.
უამინდობაში რბილლანჩიან ფეხსაცმელზე იცვამდნენ სადა ქოშებს. ქოში იხმარებოდა როგორც ყოველდღიურად, ასევე გამოსასვლელად. იგი გავრცელებული ფეხთსამოსი იყო მთელს კავკასიაში. მაღალი წოდების წარმომადგენელი ქალები მორთულ ქოშებს ატარებდნენ. კავკასიაში განსაკუთრებით დაღესტანში ქოში ეროვნული ფეხსაცმლის სახეა. ყუბაჩში ქოშებს მზითევში ატანდნენ პატარძალს. ქალის ქოში იკერებოდა ისევე, როგორც მამაკაცისა, მხოლოდ გამოსასვლელი მოიქარგებოდა ოქროსა და ვერცხლის ფერად-ფერადი აბრეშუმის ძაფებით. ქოში დაჭედილი იყო ნალით.