ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ძირითადად ეყრდნობა ეროვნული ეთნოლოგიური სკოლის მიერ წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგს. მასში მოცემულია ქართველი ხალხის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ყოფის ვრცელი სპექტრი. ლექსიკონი შედგენილია აქამდე არსებული სხვადასხვა დარგობრივი ლექსიკონების, ისტორიული წყაროებისა და ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე. საერთო შედეგით მიღებულია თითოეული ნივთის განმარტება, ისეთი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, როგორიცაა ნივთის ფუნქცია, მასალა, უტილიტარული დანიშნულება და მასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენათა ასპექტები. ლექსიკონზე მუშაობდნენ ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების თანამშრომლები და მოწვეული ეთნოლოგი. მასში შესულია 2086 ტერმინი. ლექსიკონი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისათვის, ისე მკითხველთა ფართო სპექტრისათვის.