ტრიტაგონისტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრიტაგონისტი – (ბერძნ. tritagonistus, tritos – მესამე, agonistus – შეჯიბრების მონაწილე) – მესამე მსახიობის სახელწოდება ძველბერძნულ თეატრში. არისტოტელე გვამცნობს („პოეტიკა“), რომ ძველბერძნულ დრამაში მესამე მსახიობი შემოიყვანა სოფოკლემ (პროტაგონისტისა და დევტერაგონისტის შემდეგ). ტრიტაგონისტის მოქმედებაში ჩართვამ, კიდევ უფრო გააძლიერა მოვლენების დრამატიზმი და ხელი შეუწყო პერსონაჟების ინდივიდუალიზაციის პროცესს დრამატულ ხელოვნებაში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები