დევტერაგონისტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევტერაგონისტი (ბერძნ. deuteragonistus, deuteros – მეორე და agonistus – შეჯიბრის მონაწილე), ძველბერძნულ თეატრში დრამის მონაწილე მეორე მსახიობი.

თავდაპირველად ბერძნული დრამა ეპიკურ-ლირიკული კანტატა იყო, სადაც მოქმედებდა გუნდი და ერთადერთი მსახიობი – პროტაგონისტი. არისტოტელეს ცნობით („პოეტიკა“, თ. 4) ესქილემ შემოიყვანა მეორე მოქმედი პირი დევტერაგონისტი. იგი პროტაგონისტის (პირველი მსახიობი) ხელქვეითი იყო. პროტაგონისტი ირჩევდა დევტერაგონისტს და ზოგჯერ თავად უხდიდა გასამრჯელოს. ოსტატობის სრულყოფის შემდეგ, დროთა განმავლობაში, დევტერაგონისტს შეეძლო თავად გამხდარიყო პროტაგონისტი. დევტერაგონისტის მოქმედებაში ჩართვამ შექმნა დრამატული კონფლიქტის უფრო დეტალურად და ემოციურად ასახვის პირობები, რომ დრამატული კონფლიქტი ასახულიყო უფრო დეტალურად და ემოციურად. დევტერაგონისტის წარმოშობამ დიდად შეუწყო ხელი დრამატული თეატრის განვითარებას.



იხილე აგრეთვე

ტრიტაგონისტი

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები