პროტაგონისტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროტაგონისტი – (ბერძნ. protos – პირველი და agonistes მსახიობი) – ძველბერძნულ დრამაში სამთა შორის პირველი მსახიობი; ასრულებდა საუკეთესო, ყველაზე რთულ როლებს და ითავსებდა რეჟისორის ფუნქციებსაც.

პირველ ხანად, მსახიობებს ირჩევნენ დრამატურგები. 499 ძვ. წ. პროტაგონისტების შერჩევა დაევალა არქონტეპონიმს – დიონისური დღესასწაულების ხელმძღვანელს. მის მიერ შერჩეული მსახიობები კენჭისყრის წესით ნაწილდებოდნენ სამ დრამატურგს შორის. ყოველი მათგანი თვითონ ირჩევდა მეორე და მესამე მსახიობს. 433 წ. ძვ.წ. ტრაგედიაში დაკავებულ პროტაგონისტებს უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში გამარჯვებულის სახელი შეჰქონდათ სიაში პოეტებთან და ქორეგებთან ერთად.


იხილე აგრეთვე

დევტერგონისტი
ტრიტაგონისტი

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები