სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვა და შემცირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვა და შემცირება - ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვულ-სარაკეტო იარაღის წარმოების და არსებული პოტენციალის შემცირებას. ბირთვული ომის თავიდან აცილების, ნდობის და უსაფრთხოების განსამტკიცებლად საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება.

სტრატეგიულ შეიარაღებას განეკუთვნება:


1972 წელს სსრ კავშირმა და აშშ-მა დადეს ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ (SALT I).

1979 წელს სსრ კავშირსა და აშშ-ს შორისდაიდო სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის მორიგი ხელშეკრულება (SALT II).

1987 წლის საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების თანახმად, სსრ კავშირისა და აშშ-ის არსენალებიდან მთლიანად იქნა ამოღებული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომელთა ფრენის სიშორე იყო 500-დან 5500კმ-მდე.

1991 წელს სსრ კავშირმა და აშშ-მა დადეს ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების და შეზღუდვის შესახებ (ძალაში შევიდა 1994 წელს).

ლისაბონში 1992 წელს ხელი მოეწერა ოქმს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების და შეზღუდვის ხელშეკრულების რეალიზაციის შესახებ, რომლის თანახმადაც ყოფილი სსრ კავშირის ბირთვული იარაღი, რომელიც განთავსებული იყო ბელორუსიის, ყაზახეთის და უკრაინის ტერიტორიებზე, ექვემდებარებოდა ლიკვიდაციას ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადატანას.

1993 წელს რუსეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირების და შეზღუდვის შესახებ.

1997 წელს ხელი მოეწერა მთელ რიგ დოკუმენტებს რუსეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის და შემცირების საკითხებზე, მათ შორის მემორანდუმს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეზღუდვის ხელშეკრულების მიმართ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უფლებამონაცვლეობის შესახებ.

2010 წელს აშშ-მა და რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას შეტევითი სტრატეგიული შეიარა- ღების შემდგომი შემცირების შესახებ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები