არსენალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არსენალი (ფრანგული arsenal – სახელოსნო) - სამხედრო საწარმო, რომელიც ჯარებისთვის ამზადებს იარაღს და საბრძოლო მასალებს. აქვე მიმდინარეობს რემონტი, აწყობა, შენახვა და გაცემა. წარმოიშვა XVI საუკუნეში და XIX საუკუნემდე ძირითადად დაკავებული იყო ჯარისა და საზღვაო ძალებისთვის იარაღის და საბრძოლო მასალების წარმოებით. ბევრი თანამედროვე არსენალი ასრულებს საწყობის, ბაზის ფუნქციებს.
თბილისში არსენალი არსებობდა 1869-1931 წლებში.