საშენი მასალა ბუნებრივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საშენი მასალა ბუნებრივისაშენი მასალა, რომელიც მიიღება მაგმური (გრანიტი, გაბრო, ტუფი, ლაბრადორიტი, დიორიტი და სხვ.), დანალექი (კირქვა, ცარცი, კაოლინი, ხრეში, ქვიშა და სხვ.), მეტამორფული ქანებისა (მარმარილო, კვარციტი, ფიქალი და სხვ.) და ორგანული (მერქანი) რესურსებისგან. მოპოვებულ ქვის ქანებს ეწოდება არამადნეული საშენი მასალები. საშენი მასალა ბუნებრივი მიღებული მონოლითური მთის ქანების მარტივი მექანიკური დამუშავებით და ფიზიკური, მექანიკური, ტექნოლოგიური თვისებების შენარჩუნებით, გამოიყენება სამშენებლო საქმეში ფილების, ბლოკების, საბორტე და მოსაპირკეთებელი ქვების, საგზაო ძელების, ყორე ქვის, ღორღის და სხვა სახით.

დიდი რაოდენობით გამოიყენება ფაშარი (ფხვიერი) ქანები: თიხა, კაჭარი, ხრეში, ქვიშა და სხვა. ბუნებრივი მასალა ძვირფასი ნედლეულია ხელოვნური საშენი მასალების (კერამიკა, მინა, ცემენტი, კირი, თაბაშირი და სხვ.) საწარმოებლად. შენობა-ნაგებობების დანიშნულებაზე, მშენებლობის პირობებსა და ექსპლუატაციაზე დამოკიდებულებით, შეირჩევა შესაბამისი საშენი მასალები, რომლებიც აკმაყოფილებენ საპროექტო მოთხოვნებს.

ზოგადად, ყველაზე პოპულარულ ბუნებრივ საშენ მასალებს მიეკუთვნება: კირქვა, თიხა, ქვა, ბეტონი, მერქანი, პლასტმასი, კომპოზიტი, მინა, მიწა, ლერწამი, ბალახი, ტყავი, ქსოვილი, ყინული, თოვლი და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები