გაბრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gabro.jpg

გაბრო (იტალ. Gabbro < ლათ. glaber გლუვი) – მაღალი სიმტკიცის, უხეშ-მარცვლიანი მუქი ფერის (შავიდან მუქ მწვანემდე) ინტრუზიული მაგმური ქანი. ქიმიურად ბაზალტის მსგავსია. ძნელი დასამუშავებელია. სიმკვრივე – 2,9-3,1 კგ/მ3. მისი ძირითადი მინერალებია: ძირითადი პლაგიოკლაზი, მონოკლინური პიროქსენი, რომბული პიროქსენი, რქის კრიალა, კვარცი. მინერალების შემადგენლობის მიხედვით არსებობს გაბროს სამი სახეობა: ანორთოზიტი (ლაბრადორიტი; შედგება ძირითადად პლაგიოკლაზისაგან), ნორიტი და ტროქთოლიტი. მისი საბადოები გვაქვს საქართველოში (კვაიშურა, გურიის ტყე, ჯორყვალი, რიკოთი, ზემო აფხაზეთი). ცნობილია უკრაინული შავი გაბრო, რომელიც გრანიტის ქვესახეობაა, გამოირჩევა განუმეორებელი თვისებებით; მოიპოვება უკრაინის ქ. ჟიტო-მირის ოლქის სოფელ ბუკში; ერთფეროვანი სიშავის წყალობით მსოფლიო სარიტუალო ინდუსტრიაში მოიპოვა ლიდერის რეპუტაცია და საყოველთაო აღიარება. ჩინური ანალოგისგან განსხვავებით ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით არ ხუნდება და არ იჟანგება, არის ყინვა- და კაწვრაგამძლე, პირვანდელ სიბრწყინვალეს ინარჩუნებს არაერთი ათწლეული, ერთგვაროვანი სტრუქტურის წყალობით მასზე იხატება პორტრეტის ზუსტი ასლი ჭორფლებისა და ლაქების გარეშე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები