სამხედრო პოლიცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო პოლიცია – სამართალდამცავი სამსახური ზოგიერთი სახელმწიფოს არმიაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდი, შვედეთი, იაპონია და სხვა), რომელიც განკუთვნილია შეიარაღებულ ძალებში პოლიციური ფუნქციების შესასრულებლად. ძირითადი ამოცანებია:

  • სამართალდარღვევების აღკვეთა, დეზერტირების დაკავება;
  • წესრიგის დამყარების ხელშეწყობა სამხედრო გარნიზონებში, ადმინისტრაციის დახმარება არეულობის ლიკვიდაციის და სტიქიური უბედურებების დროს, მოძრაობის კონტროლი და რეგულირება გზებზე და სხვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში წარმოადგენს სახმელეთო ჯარების გვარეობას, აგრეთვე ემსახურება შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები