ორიენტაცია (მათემატიკაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორიენტაცია – (ფრანგ. orientation ნიშნავს „მითითებას“, „ორიენტაციას“). სიტყვა წარმოიშვა ფრანგულიდან orient, რომელიც, ისევე, როგორც ლათინური oriens, ნიშნავს „აღმოსავლეთს“ (აგრეთვე „ამომავალ მზეს“).

წრფეზე მიმართულების ცნების განზოგადება უფრო რთული სტრუქტურის გეომეტრიულ ფიგურებზე. განიხილავენ ორიენტაციას წრფეზე, წირზე, სიბრტყეზე, ზედაპირზე და სივრცეში.

ვექტორის ორიენტაცია განიხილება იმ წრფის მიმართულებით, რომელზეც ეს ვექტორი მდებარეობს, და ამ წრფეზე მიმართულების მითითებით.

სიბრტყის, ზედაპირის ორიენტაციის ცნებას პირველად ვხვდებით გრასმანის (1844), გაუსის, შემდეგ ლი-ს და კლაინის (1872) შრომებში. შემდგომში თეორია განავითარა ლაგერმა (დაახლ. 1880); ამასთანავე, ორიენტირებულ სიბრტყეს, სფეროს, ზედაპირს მან უწოდა semi - plan, semi - sphere, semi - surface. ტერმინი plan orientee შემოიღო სტეფანოსმა (1883). 1875 წლის სტატიაში კლაინმა შემოიღო ზედაპირზე ნორმალის ფუძის უწყვეტი გადაადგილების ხერხი, რომელიც ითვლება კლასიკურ ხერხად.

კოორდინატთა სისტემის მიმართ გამოყენებული ტერმინი „ორიენტაცია“ გამოჩნდა შტაუდეს შრომებში.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები