ორთოცენტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორთოცენტრისამკუთხედის სამი სიმაღლის გადაკვეთის წერტილი. არსებობს რამდენიმე თეორემა სამკუთხედის ორთოცენტრის შესახებ.

Ortocentri.png

ა) ნებისმიერ სამკუთხედში მედიანების გადაკვეთის წერტილი, შემოხაზული წრეწირის ცენტრი და ორთოცენტრი მდებარეობენ ერთ წრფეზე.

ბ) ABC სამკუთხედის ორთოცენტრი წარმოადგენს KLM სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის ცენტრს, სადაც K, L და M არიან ABC სამკუთხედის სიმაღლეების ფუძეები.

გ) მახვილკუთხა სამკუთხედში ორთოცენტრი მდებარეობს მის შიგნით, ბლაგვკუთხა სამკუთხედში - მის გარეთ, მართკუთხა სამკუთხედში ემთხვევა მართი კუთხის წვეროს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები