ოლიფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლიფა – (ბერძ. aleipha ზეთი), ზეთოვანი სითხე, რომელიც ნაკეთობის ზედაპირზე დატანის შემდეგ შრება და ქმნის ელასტიურ წყალშეუღწევად აფსკს. მიიღება მცენარეული (სელი, კანაფი, სოია და მისთ.) ცხიმების გადამუშავებით. გამოიყენება საღებავების გასახსნელად, დაგრუნტვისა და შეფითხვნისათვის. ოლიფა იყოფა სამ ჯგუფად: ნატურალური, ნახევრადნატურალური და სინთეზური.

სარჩევი

ნატურალური ოლიფა

200-300°С ტემპერატურაზე გამოხარშული მცენარეული ზეთი, რომელსაც დამატებული აქვს ცხოველური მჟავების მეტალური (კობალტის, მანგანუმისა და სხვ.) მარილების ორგანული ხსნარი (სიკატივები). სიკატივის დანამატი აჩქარებს ოლიფის აფსკის გაშრობას (გამყარებას). ნატურალური სელისა და კანაფის ოლიფები გამოიყენება სქლადსრესილი საღებავების გასაზავებლად.

ნახევრადნატურალური ოლიფა

მცენარეული ზეთის გამკვრივების პროდუქტი. მას საჭირო სიბლანტემდე ხსნიან ბენზინით. ნახევრადნატურალური ოლიფა მიიღება სელის, კანაფის, მზესუმზირის, სიმინდის, ყურძნის ზეთებისაგან. გამოიყენება გარე და შიგა სამღებრო სამუშაოების შესასრულებლად და სხვადასხვა ზეთოვანი საღებავის გასაზავებლად.

სინთეზური ოლიფა

სინთეზური (პოლიმერის) ან მცენარეული ზეთის (35%-მდე) თერმული და ქიმიური დამუშავების პროდუქტი. გამოიყენება სქლადსრესილი ზეთოვანი საღებავების გასაზავებლად, აგრეთვე ლითონის, მერქნის, ცემენტ-ქვიშის ბათქაშის ზედაპირების მაღალხარისხოვანი შეღებვისათვის შენობის ექსტერიერებსა და ინტერიერებში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები