ნასიძე მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ნასიძე

ნასიძე მიხეილ − (ფსევდონიმი: „მე გახლავარ“), (1859-1935), ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

1880 წ. დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი. 80-იანი წლებიდან დაიწყო ლიტერატურულ-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული მეთოდიკური აზროვნების განვითარებაში. ცნობილია, როგორც „განმარტებითი კითხვის“ მიმდინარეობის ფუძემდებელი (უპირისპირდებოდა ი. გოგებაშვილის „ენციკლოპედიური განათლების“ იდეას). მ. ნასიძის კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სტატიები, რეცენზიები ქვეყნდებოდა „ივერიაში“, „ნობათში“, „მწყემსში“, ავტორი იხილავდა საბავშვო ლიტერატურის, ქართული ენის გრამატიკის, თეატრალური ხელოვნების, ხალხური შემოქმედების საკითხებს. ნ. ნასიძე არის სასკოლო სახელმძღვანელოების („ქართული ქრესტომატია“, 1885, „ქართველი მწერლები“ — სამ ნაკვეთად: საბა-სულხან ორბელიანი, 1886, დავით გურამიშვილი, 1887, ვახტანგ მეექვსე, 1887) შემდგენელი. ი. ჭავჭავაძის პირველი ბიოგრაფი („ილია ჭავჭავაძე“, (1898).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები