ნობათი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ნობათი“ (1883--1885) – საყმაწვილო ყოველთვიური სურათებიანი ჟურნალი: რედაქტორი ა. ღულაძე. „ნობათი“-ში ხშირად ქვეყნდებოდა ხალხური შემოქმედების ნიმუშები. გამოცანების, ანდაზების, ჩქარა გამოსათქმელების გვერდით აქ ვხვდებით საბავშვო ზღაპრებს („როსტომელა“, „ხელმწიფის შვილი“, „მუქთახორა“, „სამნი ძმანი“, „ბერიკაცი და დევი“, „ორი ძმა ქოსამატყუარა“ და სხვა), ჟურნალში იბეჭდებოდა გადმოკეთებული ზღაპრებიც (ანდერსენი, ტურგენევი, დიკენსი). „ნობათი“-ში გამოქვეყნებული ზღაპრები ცალკე წიგნებად გამოსცა ქართველ ქალთა წრემ.

ფ. ზანდუკელი


ლიტერატურა

  • თ. ჯიბლაძე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორიისათვის, 1959.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები