ანდერსენი ჰანს ქრისტიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰანს კრისტიან ანდერსენი – (დან. Hans Christian Andersen), (1805–1875), დანიელი მწერალი, მსოფლიოში ცნობილი მეზღაპრე და ნოველისტი. დაწერილი აქვს, აგრეთვე, რომანტიკული დრამები, კომედიები, ვოდევილები, კომედია-ზღაპრები, საოპერო ლიბრეტოები. წარმატება წილად ხვდა მის პიესებს „მულატი“, ისტორიულ დრამას „მეფის ზმანებანი“, კომედიას „პირმშო“, კომედია-ზღაპრებს „ბედნიერების ყვავილები“, „მარგალიტზე და ოქროზე ძვირფასი“. არსებობს მისი ზღაპრების უამრავი ინსცენირება.


გამოცემები ქართულ ენაზე

  1. ზარმაცა / ჰანს ქრისტიან ანდერსენი ; [მხატვ. ლელა გარდავა].
  2. ზღაპრები / ჰანს ქრისტიან ანდერსენი; [მთარგმნ.: მიხეილ მორჩილაძე, ნონა ღამბაშიძე; რედ. სოფიო თევდორაშვილი; მხატვ. ეკა შარიქაძე].
  3. ზღაპრები / ჰანს ქრისტიან ანდერსენი; თარგმნა ნანა ფიფიამ; რედ. მზია კორსანტია.
  4. თოვლის დედოფალი და სხვა ზღაპრები / ჰანს ქრისტიან ანდერსენი; გერმ. თარგმნა აკაკი გელოვანმა; რედ. მერი ნებიერიძე; ილ. ულიანა გონობოლინა.
  5. მახინჯი ჭუჭული: ჰანს ქრისტიან ანდერსენის მიხედვით / მთარგმნ. ციცო ხოცუაშვილი; რედ. რუსუდან გორგაძე.
  6. ნამცეცა : [ზღაპარი] / ჰანს ქრისტიან ანდერსენი ; მთარგმნ. და მხატვ. ნეიკო ნეიძე.
  7. ორი ყოყლოჩინა მამალი: ზღაპარი / ჰანს ქრისტიან ანდერსენი; [გადმოაქართულა ა. კაციტაძემ; რედ.: ო. ჭელიძე; მხატვ: დ. ქორიძე]; გამომც.: მ. კაციტაძე.
  8. პრინცესა და ცერცვი / ჰ.ქ. ანდერსენი; [თარგმანი ჯორჯანელების; შემდგ. ლია ლომიძე; მხატვ. სიმონ ჭიორელი].
  9. პრინცესა მუხუდოს მარცვალზე / [ჰანს კრისტიან ანდერსენი ; თარგმნა ქეთევან შარვაშიძემ; რედ. ლია შარვაშიძე; ილ. დაიან ლე ფეიერი].
  10. ქალთევზა : [3D ზღაპარი / ჰანს კრისტიან ანდერსენი; თარგმნა მაია შველიძემ; რედ. თეა ბარამაშვილი].
  11. ანდერსენის ზღაპრები. წ. 1 წ. 3 / ჰანს ქრისტიან ანდერსენი; თარგმანი ნინო ნაკაშიძისა.
  12. ანდერსენის ზღაპრები: კლასიკური ზღაპრების სრული კრებული პირველად ქართულ ენაზე ორიგინალური დანიური ენიდან კლასიკური დანიური ილუსტრაციებით. ტ. 1 / ჰანს კრისტიან ანდერსენი; თარგმნა ნათია მერებაშვილმა; რედაქტორი თამარ აბრამიშვილი; დიზაინერი სალომე რამიშვილი.
  13. გედები: ანდერსენი, ჰანს-ქრისტიან, ავტ. (ზღაპარი). 5 სურათით / თარგმნილი თ. სახოკიას მიერ.
  14. ასანთის გამყიდველი გოგონა : ჰანს ქრისტიან ანდერსენის მიხედვით / მთარგმნელი რუსუდან გორგაძე; რედაქტორი მაკა სესკურია ; დიზაინერები: ია მახათაძე, ლადო ლომსაძე.
  15. გარეული გედები: [ზღაპარი] / ჰანს ქრისტიან ანდერსენი; მხატვ. ნეიკო ნეიძე; [ქართ. ტექსტი და დიზაინი ნეიკო ნეიძე]
  16. კალის ჯარისკაცი: ჰანს ქრისტიან ანდერსენის მიხედვით / მთარგმნ. ციცო ხოცუაშვილი; რედ. რუსუდან გორგაძე.
  17. პატარა სირინოზი / ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით; მთარგმნელი რუსუდან გორგაძე ; რედაქტორი მაკა სესკურია; ფრანჩესკა როსის ილუსტრაციებით; დიზაინერები: ია მახათაძე, ლადო ლომსაძე.
  18. შიშველი მეფე; / ჰანს ქრისტიან ანდერსენი პეპელა; ჭორიკანა ქათმები : [ზღაპრები] / გადმოაქართულა მერაბ კაციტაძემ; მხატვ.: დიმიტრი ქორიძე.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები