მედვედევი პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე მედვედევი

პეტრე მედვედევი − (Пётр Миха́йлович Медве́дев, 1837-1906), რუსი მსახიობი, რეჟისორი, ანტეპრენიორი და კულტურის მოღვაწე.

პეტრე მედვედევი თეატრალურ ოჯახში გაიზარდა. უფროსი და - ნადეჟდადა დედა - აკულინა მსახიობები იყვნენ. სწავლობდა მოსკოვის საიმპერატორო თეატრალურ სასწავლებელში. წლების შემდეგ, მსახიობმა ე. კლიმოვსკიმ თავის მემუარებში ასე დაახასიათა პეტრე მედვედევი: „ეს უნიჭიერესი მსახიობი ჩვენ შორის ყველაზე სპეტაკი ადამიანი იყო. ის არასდროს ყოფილა ჩემი პედაგოგი, მაგრამ ყველაფერი მისი საუბრებიდან ვისწავლე, მისმა საუბრებმა ხელოვნებაზე გაგვიმდიდრა თვალსაწიერი...“.

პეტრე მედვედევმა ჩამოაყალიბა მრავალი საოპერო და დრამატული ანტეპრიზა, მან შექმნა პირველი რუსული საოპერო დასი. მისი დასი გასტროლებს მართავდა კაზანში, ხარკოვში, ტულაში, კოსტრომში, ტვერში, დინაბურგში, ასტრახანში, ვორონეჟში, კურსკში, კამიშნაში, პენზაში, ეკატერინბურგში, სიბირში და სხვა ქალაქებში. მის ანტეპრიზაში მუშაობდნენ: პ. სტრეპეტოვა, მ. სავინა, ვ. დავიდოვი, კ. ვარლამოვი, მ. პისარევი, ა. ლენსკი, ა. შუბერტი და სხვები.

1872-1874 წლებში ის ხელმძღვანელობდა ორლოვის თეატრს. ეს წლები გამორჩეული იყო ორლოვის თეატრის ისტორიაში. თეატრში მოიყვანა ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა და რეპერტუარი გაამდიდრა როგორც კლასიკით, ისე თანამედროვე პიესებით, თეატრის რეპერტუარი გამრავალფეროვნდა ჟანრობრივადაც. ფინანსური პრობლემების გამო 1889 წელს იძულებული გახდა შეეწყვიტა ანტრეპრენიორული საქმიანობა. სამაგიეროდ, სიცოცხლის ბოლომდე იყო ალექსანდრინსკის თეატრის მსახიობი, 1890-1893 წლებში ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი.

ალექსანდრინსკის თეატრში მან შეასრულა საუკეთესო როლები: ქალაქის თავი (გოგოლის „რევიზორი“), პოდკოლესინი (გოგოლის „ქორწინება“), ფამუსევი (გრიბოედოვისვაი ჭკუისაგან“), შმაგა (ოსტროვსკისუდანაშაულო დამნაშავენი“), სკაპენი (მოლიერის „სკაპენის ოინები“), ორგონი (მოლიერის „ტარტიუფი“), ხლინოვი ოსტროვსკის „ცხელი გული“), სგანარელი (მოლიერის „დონ ჟუანი“) და სხვა მრავალი. ერთ-ერთმა პირველმა მიიღო საიმპერატორო თეატრების დამსახურებული არტისტის წოდება (1896), დაკრძალულია ნიკოლსკის სასაფლაოზე, 1940 წელს გადაასვენეს ხელოვნების ოსტატთა აკლდამაში.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები