დავიდოვი ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ დავიდოვი

ვლადიმერ დავიდოვი − (ნამდვილი სახელი ივან გორელოვი, 1849-1925), რუსი მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი, საიმპერატორო თეატრების დამსახურებულმა მსახიობი და რუსეთის სახალხო არტისტი.

ვლადიმერ დავიდოვი დაიბადა ქალაქ ნოვომირგოროდში, ხერსონის გუბერნიაში, ღარიბ ოჯახში. სკოლაში სწავლისას ჯერ კიდევ პატარა ვლადიმერი მონაწილეობას იღებდა სასკოლო სპექტაკლებში. ასრულებდა ერთმანეთისგან განსხვავებულ როლებს, მათ შორის, ქალების როლებსაც. 1866 წელს დაამთავრა გიმნაზია და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საბოლოოდ დაუკავშირა ცხოვრება თეატრს, ესწრებოდა სპექტაკლებს მცირე თეატრში და მსახიობის ოსტატობის გაკვეთილებს - ცნობილ მსახიობ ივან სამარინთან.

1867-1880 წლებში დავიდოვი გამოდიოდა რუსეთის პროვინციების სცენებზე - ორლში, სარატოვში, კაზანში, ვორონეჟში, ასტრახანსა და ტამბოვში (პეტრე მედვედევის ანტეპრიზაში).

1880 წელს ვლადიმერ დავიდივი ჩაირიცხა ალექსანდრინსკის თეატრის დასში, სადაც მოღვაწეობდა კარიერის დასასრულამდე, 1924 წლამდე. მის რეპერტუარში იყო კომედიური და ტრაგიკული როლები, ხშირად გამოდიოდა ვოდევილებში და მაყურებლის წინაშე ქალის როლებითაც წარმდგარა არაერთხელ. ყველაზე დიდი წარმატება და პოპულარობა მას მოუტანა ჩეხოვისა და ოსტროვსკის პიესებში მთავარი როლების შესრულებამ.

ვლადიმერ დავიდოვი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მისი აღზრდილები არიან კონსტანტინე ზუბოვი, ვერა კომისარჟევსკაია, იური ოზაროვსკი, ნიკოლაი ხოდოტოვი, ლეონიდ ვივენი და სხვები. 1934 წელს ნიკოლსკის სასაფლაოდან გადაასვენეს ხელოვნების ოსტატთა აკლდამაში.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები