უდანაშაულო დამნაშავენი (ოსტროვსკი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„უდანაშაულო დამნაშავენი“ – – რუსი დრამატურგის ალექსანდრე ოსტროვსკის პიესა.

პიესაში „უდანაშაულო დამნაშავენი“ მოქმედება XIX საუკუნის მეორე ნახევრის პროვინციული რუსული ქალაქის გარეუბანში მიმდინარეობს. პიესა იწყება მთავარი გმირის - ლუბოვ (ლუბა) ოტრადინას და მისი მოახლის დიალოგით. ქალბატონი განიცდის, რომ მისთვის უცნობი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა ქორწილის დღის დანიშვნა შეყვარებულთან, შვილის მამასთან. ისინი საუბრისას, ასევე განიხილავენ ქალაქში მოულოდნელად დაბრუნებული ლუბოვ ივანოვნა ოტრადინას მეგობარ შელავინას საკითხს, რომელიც მდიდარ მოხუცს მიჰყვება ცოლად და საქორწილო სამზადისშია. ამ დროს სახლში ბრუნდება მუროვი, რომელიც უცხადებს საცოლეს, რომ ვერ ეტყვის დედამისს მათი ქორწინების შესახებ, რადგან არ შეუძლია უთხრას, რომ მისი შვილი ქორწინდება უმზითვო ქალზე. ამ საქციელით მუროვი გამოხატავს გულგრილობას შვილის მიმართაც. სწორედ ამ დროს მათ სტუმრობთ შელავინა. მუროვი საძინებელში იმალება. ივანოვა ყველაფერს ხვდება და ცდილობს მის გაგდებას. ამ დროს მოირბენს შეშინებული გალჩიხა, რომელიც ატყობინებს მათ, რომ მათი შვილი იღუპება. ბავშვთან მუროვი გაეშურება.

17 წლის შემდეგ, ქალაქის მდიდარი ვაჭარი დუდუკინი, რომელიც სამსახიობო ხელოვნების მოყვარულია, ელოდება ცნობილ მსახიობს გასტროლებზე ელენე კრუჩინინას, რომელიც სინამდვილეში ყოფილი ლუბოვ ივანოვნა ოტრადინაა. კრუჩინინა შემთხვევით იცნობს გალჩიხას, რომელსაც სთხოვს გაიხსენოს, სად არის მისი შვილი. გალჩიხას პრაქტიკულად არაფერი ახსოვს, ის მსახიობს ეუბნება, რომ ბავშვი უშვილო წყვილს გადასცა, ხოლო მუროვმა, შეიტყო რა ამის შესახებ, ფულიც კი მისცა წყვილს. წარმოდგენის დასრულების შემდეგ აღფრთოვანებული მუროვი კრუჩინინას ყვავილების თაიგულს მიართმევს. მსახიობი მუროვს ეკითხება, თუ სად არის მისი შვილი. მუროვი გვიან იცნობს ყოფილ შეყვარებულს, გამოუტყდება ჩადენილ დანაშაულში და გამოთქვამს სინანულს ჩადენილი საქციელის გამო. ამბობს, რომ უბედურად ცხოვრობდა და სთხოვს კრუჩინინას შერიგებას, მაგრამ მსახიობი ქალი ერთადერთ პირობას უყენებს მუროვს, სანამ არ დააბრუნებს მათ ვაჟს, მანამდე არ დაელაპარაკება. მუროვის თქმით, ბავშვი დაკარგულია, რადგან მისი აღმზრდელები დაიღუპნენ და ურჩევს კრუჩინინას ქალაქის დატოვებას, რაზეც ის უარყოფით პასუხს მიიღებს. წარმოდგენის წარმატებით დასრულების შემდეგ ნეზნამოვი სადღეგრძელოთი წარმატებას ულოცავს კრუჩინინას და უცებ ცვლის თემას და ამბობს სადღეგრძელოს დედების შესახებ, რომლებიც ტოვებენ შვილებს. მისი გამოსვლა ირონიულია და სატირული. გაოცებული კრუჩინინა, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, მიდის ნეზნამოვთან და მკერდზე ამჩნევს ოქროს მედალიონს. აცნობიერებს, რომ მის წინ შვილი დგას, კრუჩინინას გული მისდის. გაოგნებული ნეზნამოვი აცოცხლებს დედას და ჰპირდება, რომ არავისზე იძიებს შურს.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები