დიალოგი (დრამატული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიალოგი – (ბერძნ. – dialogos, dia და logos – ორთა საუბარი), დრამატული თხრობის უმნიშვნელოვანესი ფორმა, ცხოვრებისეული დიალოგის მხატვრული ორეული. ეპოსში და ლირიკაში არსებული დიალოგისაგან დრამატული დიალოგი განსხვავდება ხაზგასმული ქმედითობით, რაც გაპირობებულია დრამის ესთეტიკური ბუნებით. დრამატულ დიალოგს წარმოშობს კონფლიქტური მუხტის არსებობა მოსაუბრეთა შორის. იგი თავისთავად გულისხმობს სცენურ მოქმედებას. სიტყვა, ამ შემთხვევაში, მოქმედების იარაღია. დრამატული დიალოგის შინაგანი აგებულება ხასიათდება თანმიმდევრული განვითარებით და ეყრდნობა პერსონაჟთა ცალკეულ რეპლიკებს (გამონაკლისია მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული დრამატურგია). დრამატული დიალოგის თავისებურება იმითაც განისაზღვრება, რომ იგი მოქმედებას განმარტავს და თავისებურად აღწერს კიდეც, რაც პოეზიასა და პროზაში ხორციელდება ავტორის მიერ. დრამატულ დიალოგში უდიდესი როლი ენიჭება ინტონირების ხასიათს და მასშტაბებს.

დრამის ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი განვითარების მანძილზე, დიალოგის ხვედრითი წონა იცვლებოდა პერსონაჟის მნიშვნელობის შესატყვისად. მითოსური ცნობიერების პირობებში (ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები) დრამატულ დიალოგს სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებოდა. რენესანსულ, კლასიცისტურ და რომანტიკულ დრამაში იგი იქცა დამოუკიდებელ ფენომენად. ნატურალიზმმა იგი აქცია მოქმედების ძირითად საყრდენად. სიმბოლიზმმა და მოდერნიზმმა დიალოგს შესძინა ირაციონალური შინაარსი. პოსტმოდერნისტულმა პოლისტილისტიკამ დრამატულ დიალოგს დააკისრა მრავალმხრივი ფუნქციები და იგი გამოიყენა სხვადასხვა დანიშნულებით.

მ. გეგია



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები