სცენური მოქმედება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სცენური მოქმედება — პიესის შინაარსის გადმოცემის სპეციფიკური თეატრალური ფორმა; პიესის სპექტაკლად ქცევის საშუალება. სცენურ მოქმედებაში გაერთიანებულია დრამატურგის, მსახიობის, რეჟისორის, მხატვარ-დეკორატორისა და სპექტაკლის სხვა მონაწილეთა ხელოვნება. სცენური მოქმედება უშუალოდ წარმოჩინდება მსახიობის ხელოვნებით.