ლენსკი ალექსანდრ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრ ლენსკი

ალექსანდრ ლენსკი − (რუს. Александр Ленский, ნამდვილი გვარი – ვერვიციოტი, 1847-1908), რუსი მსახიობი და რეჟისორი, თეატრალური პედაგოგი. სამოყვარულო სპექტაკლებსა და პროვინციაში მუშაობის შემდეგ, 1876 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მოსკოვის მცირე თეატრში. გამოირჩეოდა გარდასახვის უნარით, პერსონაჟის დახასიათებაში იცავდა ისტორიული სიზუსტეს, დიდ ყურადღებას აქცევდა გარეგნულ ნიშნებს, დეტალებს, მიმიკასა და გრიმს, გააჩნდა „სრულიად იშვიათი სცენური სირბილე“ (კ. სტანისლავსკი) ჰქონდა უფართოესი სამსახიობო დიაპაზონი, ერთნაირი ძალით ასრულებდა როგორც სახასიათო, ისე ლირიკულ და ტრაგედიულ როლებს, ჰქონდა უვრცელესი რეპერტუარი იყო განცდის თეატრის მომხრე და თავის პედაგოგიურ თუ სარეჟისორო მოღვაწეობაში მკაცრად იცავდა ამ პრინციპს.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები