მიმიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯიმ კერი. კადრი ფილმიდან "ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი"

მიმიკა – (ძვ.ბერძნ. μιμικός), სახის კუნთების გამომსახველობითი მოძრაობა, რომელიც ადამიანის ამა თუ იმ გრძნობის, განცდის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა.

ცხოვრებისეული უნებლიე მიმიკისაგან განსხვავებით, რომელიც არ მოითხოვს რაიმე მომზადებას, მიმიკის შემუშავება თეატრში მსახიობისგან მოითხოვს დიდ წინასწარ შემოქმედებით სამზადისს. როგორც სამსახიობო ხელოვნების მნიშვნელოვანი ელემენტი, კარგად გათვლილი და ტექნიკურად სრულყოფილი მიმიკა აძლიერებს სცენურ სიტყვას, გამომსახველს ხდის მთლიანად მოქმედებას. მიმიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სცენური პაუზის დროს, ისევე როგორც იმ ვითარებაში, როცა მსახიობი უსიტყვოდ ისმენს სხვის სიტყვებს ან აკვირდება სხვის მოქმედებას. ასევე უდიდესი გამომსახველობითი მნიშვნელობა ენიჭება მსახიობის თვალებს, მთლიანად მზერას.

მიმიკის ფლობა უმნიშვნელოვანესია პანტომიმის ხელოვნებაში.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები