სტანისლავსკი კონსტანტინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინ სტანისლავსკი

სტანისლავსკი კონსტანტინ – (ნამდვილი გვარი ალექსეევი), (1863-1938), რუსი მსახიობი, რეჟისორი, თეატრის თეორეტიკოსი, პედაგოგი.

მოღვაწეობა დაიწყო სამოყვარულო თეატრიდან 1877 წელს (ალექსეევის წრე). შემდგომში იქცა რუსული სცენის რეფორმატორად. 1898 წ. დააარსა მოსკოვის სამხატვრო თეატრი (ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან ერთად), რომლის მოღვაწეობამ შექმნა მნიშვნელოვანი ეტაპი სცენური რეალიზმის განვითარებაში. მსახიობის აღზრდისა და სცენური გარდასახვის მისმა სისტემამ ზეგავლენა იქონია მსოფლიო თეატრზე. ა. ჩეხოვისა და მ. გორკის პიესების დადგმით, მან და ნემიროვიჩ-დანჩენკომ დასახეს ახალი გზები სარეჟისორო და სამსახიობო ხელოვნებაში. მსახიობების თამაში (ანსამბლურობა, შემოქმედებითი თანამოაზრეობა, პიესის შინაარსის თანხმიერი წვდომა), დეკორაცია, განათება, ხმოვანი გაფორმება ქმნიდა ერთიან მხატვრულ სახეს. თვით მისი შესრულება გამოირჩეოდა მხატვრული სრულყოფილებით, ფსიქოლოგიური დახასიათების დახვეწილობით, გარდასახვის ოსტატობით. მის მიერ დაარსებულ სტუდიებში აღიზარდა არა ერთი დიდი თეატრალური შემოქმედი.





იხილე აგრეთვე

სტანისლავსკის სისტემა

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები