მაკედონია
მაკედონია (Makedonиja – მაკედონიის რესპუბლიკა) – სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხერეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ვარდარის აუზში.
ფართობი – 25,3 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 21,1 მლნ. კაცი (2012). აქედან 67% – მაკედონელები, სერბები, თურქები, ბოშები და სხვა.
ოფიციალური ენა – მაკედონიური.
დედაქალაქი – ქ. სკოპიე.
ადმინისტრაციულად იყოფა 30 თემად. მაკედონია საპარლამენტო რესპუბლიკაა.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კრება (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მთავრობა.
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 17 ნოემბერს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სადაც შედიოდა რესპუბლიკის სტატუსით.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სამთომოპოვებითი დარგი (ქრომიტი, ტყვია, ცინკი, სპილენძი და რკინა). სოფლის მეურნეობიდან – ხილ-ბოსტნეულის, თამბაქოს წარმოება, მევენახეობა.
საერთაშორისო აეროპორტია სკოპიე.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 8 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები (გაერთიანებული ოპერატიული სარდლობა) 6,7 ათ., სამხედრო-საჰაერო 1,3 ათ.. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.