იდლეთის მიქელ-გაბრიელის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იდლეთის მიქელ-გაბრიელის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (15,15X5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგური და რიყის ქვაც. თავდაპირველად ეკლესია მცირე ზომისა ყოფილა. მოგვიანებით მისთვის დასავლეთიდან მოზრდილი სათავსი მიუშენებიათ. შესასვლელი დასავლეთი კედლის ცენტრშია, ჩრდილოეთი კარი ამოშენებულია. საკურთხეველში ერთი სარკმელია. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან საკმაოდ ამაღლებულია და სამსაფეხურიანი კიბე აქვს. საკურთხევლის გვერდებზე ვიწრო სათავსებია. ეკლესიის გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული (აღმოსავლეთი პილასტრები უფრო მასიურია) ისრული კამარა საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ეკლესიის დანარჩენ სამ კედელშიც თითო სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმელთან სანათლავი ნიშია. დასავლეთ ფასადზე, ფრონტონის ქვეშ გამოსახულია პატარა რელიეფური ჯვარი. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით (დაზიანებულია).

ფრონტონის კეხზე დგას აგურით ნაგები სამრეკლო – ოთხბოძიანი თაღებით გახსნილი ფანჩატური, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები