პილასტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პილასტრი, კედლის სვეტი – (იტალ. pilastro ლათინურიდან pilae — კოლონა, სვეტი), სწორკუთხოვანი განივკვეთის მქონე ვერტიკალური შვერილი კედლის ან სვეტის ზედაპირზე. პილასტრს ისეთივე ნაწილები (ღერო, კაპიტელი, ბაზისი) და პროპორციები აქვს, როგორიც სვეტს, მისი დანიშნულებაა კედლის სიბრტყის დანაწევრება. იყენებენ საბჯენი თაღების ან კოჭების საყრდენადაც.