პირამიდული სახურავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Piramiduli saxuravi.jpg

პირამიდული სახურავი (ინგლ. pyramidal roof) – ოთხქანობიანი სახურავის კონსტრუქცია, რომლის საფუძველია კვადრატი ან მართკუთხედი, ხოლო საფუძვლის გვერდებიდან, ზედა ცენტრალურ წერტილამდე, მიემართება ოთხი ტოლფერდა სამკუთხედი. მზიდი კარკასის მოსაწყობად გამოიყენება ხის ძელები და ფიცრები ან ლითონის პროფილები.

კარკასის ძირითადი ელემენტებია: კეხისა და გვერდითა გრძივები, დიაგონალური ნივნივები, დგარები, ირიბნები, მაუერლატი და წოლანა. კონსტრუქცია გამოირჩევა დიდი მდგრადობით ქარისა და თოვლის დატვირთვების მიმართ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები