ევკლიდეს გეომეტრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ევკლიდური გეომეტრია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევკლიდეს გეომეტრიაგეომეტრიული თეორია, რომელიც დაფუძნებულია იმ აქსიომათა სისტემაზე, რომლებიც პირველად სისტემატური სახით ჩამოაყალიბა ევკლიდემ თავის „საწყისებში“. ევკლიდეს გეომეტრიის სივრცე აღიწერება სამი სახის ცნების ერთობლიობით: „წერტილი“, „წრფე“, „სიბრტყე და მათ შორის დამოკიდებულებით.

ევკლიდეს აქსიომათა სისტემა დაყოფილია ხუთ ჯგუფად:

1) შეუღლების აქსიომები;
2) დალაგების აქსიომები;
3) მოძრაობის აქსიომები;
4) უწყვეტობის აქსიომები;
5) ევკლიდეს პარალელურობის აქსიომა.

ამ აქსიომატიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პარალელურობის აქსიომას.

ასეული წლების განმავლობაში (XIX საუკუნემდე) ითვლებოდა, რომ ევკლიდეს გეომეტრია არის ერთადერთი გეომეტრია, რომელიც აღწერს რეალური (ფიზიკური) სივრცის თვისებებს.

XIX საუკუნეში წარმოიშვა მრავალი გეომეტრია (ლობაჩევსკის, რიმანის და სხვ.), რომლებსაც არაევკლიდური გეომეტრია ეწოდება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები