ევკლიდეს სივრცე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევკლიდეს სივრცესივრცე, რომლის თვისებები აღწერილია ევკლიდეს გეომეტრიის აქსიომებით. ეს აქსიომები გვიჩვენებენ, თუ რა დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან ევკლიდური სივრცის ძირითადი ობიექტები: წერტილები, წრფეები და სიბრტყეები.

ევკლიდეს სივრცე არის სასრულგანზომილებიანი ნამდვილი ვექტორული სივრცე, რომელშიც განსაზღვრულია ნებისმიერი ორი ვექტორის სკალარული ნამრავლი, ამასთანავე არანულოვანი ვექტორის სკალარული კვადრატი დადებითია.

ერთი და იგივე განზომილების ნებისმიერი ორი ევკლიდური სივრცე იზომორფულია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები