აქსიომათა სისტემის სისრულე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აქსიომათა სისტემის სისრულე – აქსიომატური თეორიის აქსიომათა სისტემის თვისება, რომელიც ახასიათებს თუ ეს თეორია რა ხარისხით მოიცავს მათემატიკის ამა თუ იმ დარგს. ინტუიციის თვალსაზრისით, აქსიომათა სისტემა ს რ უ ლ ი ა, თუ მისგან ლოგიკურად გამომდინარეობს ყველა სწორი მტკიცებულება მათემატიკის იმ ნაწილიდან, რომელიც ყალიბდება მოცემული აქსიომატური თეორიის სახით.