დივერგენცია
დივერგენცია (ანუ ვექტორის განშლადობა), მართკუთხა კოორდინატებში = u(x,y,z)
+ v(x,y,z)
+ w(x,y,z)
ვექტორული ველისა M(x,y,z) წერტილში არის სკალარული სიდიდე
დივერგენცია არ არის დამოკიდებული ევკლიდეს სივრცეში კოორდინატთა დეკარტის სისტემის არჩევაზე. დივერგენციის გეომეტრიული აზრი ასეთია: დივერგენცია არის წერტილის შემომსაზღვრელ შეკრულ ზედაპირზე ვექტორული ველის ნაკადისა და ამ ზედაპირის მიერ შემოსაზღვრული მოცულობის ფარდობის ზღვარი, როცა ზედაპირი წერტილისაკენ მოიჭიმება. ამასთანავე, ჩათვლილია, რომ კერძო წარმოებულები ∂u/∂x,∂v/∂y,∂w/∂z უწყვეტია.
მაქსველმა განსახილველად შემოიღო სიდიდე (∂u/∂x+∂v/∂y+∂w/∂z, რომელსაც უწოდა „კონვერგენცია წერტილში“ (1873). აქედან ბუნებრივად წარმოიშვა დივერგენციის ცნება. ტერმინი შემოთავაზებული იყო კლიფორდის მიერ (1878); მანვე აღნიშნა დივერგენცია ნიშნით div (პირველი სამი ასო სიტყვისა divergence – „განშლადობა“).
დივერგენციის თვისებები:
- divgradφ=∆φ (∆ - ლაპლასის ოპერატორია).