წარმოებული კერძო
წარმოებული კერძო – დიფერენციალური აღრიცხვის ცნება, რომელიც ახასიათებს მრავალი ცვლადის ფუნქციის ცვლილების სიჩქარეს მხოლოდ ერთი არგუმენტის ცვლილებისას. n ცვლადის y = f(x1,x2...,xn) ფუნქციის წარმოებული xi ცვლადით M წერტილში, რომელიც ასე აღინიშნება (ან fxi) და განისაზღვრება როგორც სასრული ზღვარი lim(∆iy/∆xi) როცა ∆xi→0, სადაც ∆i y არის y ფუნქციის კერძო ნაზრდი xi ცვლადით M წერტილში, ხოლო ∆xi არის xi ცვლადის ნაზრდი ამ წერტილში.
მრავალი ცვლადის ფუნქციას შეიძლება გააჩნდეს ერთი ან რამდენიმე არგუმენტის, როგორც პირველი რიგის კერძო წარმოებული, ასევე მე-2, მე-3 და ა. შ. მაღალი რიგის კერძო წარმოებულები სხვადასხვა არგუმენტებით აღებულ კერძო წარმოებულებს ეწოდება შერეული კერძო წარმოებულები.
მაგალითად, თუ მოცემულია ორი ცვლადის ფუნქცია z=f(x, y) ფუნქცია, მისი მაღალი რიგის კერძო წარმოებულები ასე ჩაიწერება: